logo
ENG



ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

16 აგვ 202218:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/16/xgy6bqfz4as1xdk.jpg

2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე გურჯაანის სასამართლომ გულგრილობის ფაქტზე ეჭვმიტანილი ორი მასწავლებლიდან ერთ-ერთი დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას დაღუპული მოზარდის სოფი ნიკოლეიშვილის და, სალომე ბარკერი ავრცელებს:

"რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:

სპორტი მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)

დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.

მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ", - წერს სალომე ბარკერი. 

2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილი ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარეში ჩავარდა და გამოსვლა ვერ შეძლო. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ჩანჩქერში მისი ცხედარი იპოვეს.

2020 წლის 1-ელ ივლისს პროკურატურამ სკოლა "ალბიონის" ორ პედაგოგს  ბრალი წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა