logo
ENG



ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოცნებამ შესაძლოა ოპონენტების სისხლიანი ბანერები ახლაც გამოიყენოს

06 აგვ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებს თავს ესხმის. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, დღეს ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პოლიტიკურ მასხარაობასა და მასკარადის მოწყობაში დაადანაშაულა.

ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ პოლიტიკურად უკადრებელი საქციელი მაშინ ჩაიდინა როცა ისინი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან ერთად ქართული ოცნების მიერ მოწვეული გავრილოვის საქართველოს პარლამენტნში ყოფნას აპროტესტებდნენ. სცენები შოუს ელემენტებით კი ოხანაშვილსთვის ოპოზიციის მეირ პროპორციული არჩევნების მოთხოვნაა. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის გამოყენებით ძალადობას ახალისებს, პროპორციულ არჩევნებს კი საზოგადოების მონაპოვარს უწოდებენ. მათთვის არასერიოზულია ოხანაშვილის პერსონალური თავდასხმები. ოპონენტები, წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნების ლიდერების მეირ ოპოზციის დისკრედიტაციას, მმართველი გუნდის არჩევნებში გარდაუვალი მარცხის მოლოდინს უკავშირებენ. 

ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპონენტების სისხლიანი ბანერები თბილისის ქუჩებში ერთხელ უკვე გამოფინა. ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა ოქტომბერშიც იგივე ვიხილოთ. 


close დახურვა