logo
ENG



ექსპერტები მამალაძეზე: ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი

05 მარ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ცნობილია, რომ უკვე დაიკითხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაუვადდება თუ არა დეკანოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელი.  ექსპერტების თქმით, მამალაძის მდგომაროება მძიმეა, ამიტომ ის შესაბამისი მკურნალობას საჭიროებს. 

"მიგვაჩნია, რომ ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და მათ შორის იგულისხმება სამედიცინო მომსახურებაც. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მამალაძის ადეკვატური მკურნალობა ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს და რა თქმა უნდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შეესაბამება შშმ-ს სტანდარტებს და საჭიროებს გადავადებას",-აღნიშნა ექსპერტმა. 

ექსპერტები ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებენ, რომ მამალაძეს საჭირო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ უტარდება. ამიტომ მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში აუცილებელია. 

"ჩვენ გაკეთებული გვაქვს პროგნოზი, რომ ადეკვატური, სათანადო და მულტიფუნქციური მომსახურების გარეშე, ის ვერ გამოჯანმრთელდება. რაც შეუძლებელია დახურულ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა გადავადდეს. პროცესს მამა გიორგიც ესწრებოდა და მისი მდგომარეობა უცვლელია. განვითარებულია ჰემიპლეგია, შესაბამისად იმყოფება საწოლის ფარგლებში",-აღნიშნა ექსპერტმა.


close დახურვა