ვინ დგას მასშტაბური კიბერშეტევის უკან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე სხვა ქვეყნის ჩარევას არ გამორიცხავს. სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა თავდასხმა რუსეთში ექსტრადირებული ჰაკერის სუმბაევის გამო, მისი კოლეგების მხრიდან შურისძიებასაც უკავშირდებოდეს.
"პირველი, ვფიქრობ რომ ვინც შეიძლება ამის უკან იდგას, ეს იქნება კრემლი. როგორ განხორიცლედა ეს კიბერთავდაცხმა - იყო კონკრეტული ჯგუფი, რომლიც კრემლზე მუშაობდა ან პირდაპირი კრემლის დაკვეთა იყო, ეს უკვე გამოძიების შედეგით უნდა დადგინდეს,"-აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია.