ჯორჯ ფლოიდი მოკლულია, ამას უკვე სამედიცინო ექსპერტიზა ადასტურებს. ირკვევა, რომ 46 წლის აფროამერიკელი კაცის სიკვდილი კისრის არეში დაწოლამ და გულის გაჩერებამ გამოიწვია. მანამდე მოკლულის ოჯახის წევრებმა კერძო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებიც გასააჯაროვეს, სადაც ეწერა, რომ ფლოიდი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა, რაც კისრისა და ზურგის არეში დაწოლამ გამოიწვია.