ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ ოცნებამ სახლში უცნობი პირები მიუგზავნა და მისი დაშინება სცადა.
ეძგვერაძე მიიჩნევს, რომ უცნობი ადამიანები მასთან პროვოკაციისთვის მიაგზავნეს.
"რუსული რეჟიმი მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე. მათ იკადრეს ისიც, რომ კვირა დღეს, აღდგომას ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, 11 და 13 წლის, მიუგზავნეს ტიტუშკები, ზონდერები და გაუგონარი, ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას. ასეთი სილაჩრე წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ერმა მოითმინოს. ეს რის მიზანმიმართული პროვოკაცია, მიზანმიმართული იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ დაპირისპირება. [...]
ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროვოკაციისთვის მოგზავნილები, იქცეოდნენ გაუგონრად, სკანდირებდნენ „გაუმარჯოს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს", შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეზობელს, რომელმაც კარი გაუღო და გაუგონარ, ამაზრზენ ქმედებებს აკეთებდნენ. ვფიქრობ, რომ უნდოდათ დაპირისპირებაში შესულიყო ვინმე ამ ადამიანებთან." - თქვა ირაკლი ეძგვერაძემ.