გამოცემა ეხო კავკაზა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფება. სოცქსელებში კორტეჟის გადაადგილების ვიდეოები ვრცელდება, რომელსაც საგზაო-საპატრულო სამსახურები მიყვება.
AMPA-life-ის ტელეგრამარხი წერს, რომ "მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის კორტეჟი უკვე ჩავიდა გაგრაში".
გარდა ამისა, დღეს ლუკაშენკო სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.