logo
ENG



ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოვიდა - მოძრაობა აკრძალულია

06 ოქტ 202622:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/06/nyi3mpchgv3pnej.jpeg

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოწოლა გახდა.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა