ვაზისუბანში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. მოკლული კაცი, სავარაუდოდ, სამხედროა. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ის ადგილზე დაიღუპა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.