logo
ENG



ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

27 დეკ 202311:36
3 წუთის საკითხავი
 

ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა