logo
ENG



ვაკეში სროლა იყო - მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

08 აპრ 202312:01
3 წუთის საკითხავი
 

ვაკეში სროლა იყო - შემთხვევა ჟვანიას ქუჩაზე დღის საათებში მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, როგორ უპირისპირდებიან კრიმინალური ჯგუფები ერთმანეთს და დამიზნებით ესვრიან ავტომობილს, სადაც სავარაუდოდ, ადამიანი იმყოფება. უცნობია, ჰყავს თუ არა შემთხვევას დაზარალებული.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.


close დახურვა