logo
ENG



ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს პატიმრობა შინა პატიმრობით შეუცვალეს

13 თებ 202415:09
3 წუთის საკითხავი
clock 1020
2024/02/13/bmgy2z33zjqp2xy.png

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელს, გიორგი ვახტანგაშვილს პატიმრობა შინა პატიმრობით შეუცვალეს.

ვახტანგაშვილს კვლავ ბრალდებულის სტატუსი აქვს და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება.

ვახტანგაშვილი თბილისის მერიაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

19 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.


close დახურვა