logo
ENG



ვაკის პარკში გადაღებული კადრების შემდეგ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ საკითხს იკვლევენ

25 აპრ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეების მიერ ვაკის პარკში გადაღებული კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ საკითხს იკვლევენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მოგროვებულ ნაგავს დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ფოთლებს აყრიან და ასე ფარავენ.

თანამშრომელმა თავად აღიარა ერთ-ერთ მოქალაქესთან, რომ ტერიტორიიდან გასვლა არ შეეძლო და ამის გამო ის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პარკში ტოვებდა. 

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ უწყების თანამშრომელმა ინდივიდუალურად მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. ამის არ სჯერათ თავად გარემოს დამცველებს.


close დახურვა