დღეიდან, მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.
დასაქმებულებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები 31 მარტს დაიკეტა. მიზეზი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერი და ფულისგან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის საშიშროება გახდა.