logo
ENG



ვანესა ბრაიანტის პირველ საჯარო განცხადება

30 იან 202019:23
3 წუთის საკითხავი
 

კობი ბრაიანტის ცოლი ლეგენდარული კალათბურთელის გარდაცვალების შემდეგ პირველ საჯარო განცხადებას ავრცელებს. ვანესა ბრაიანტი ინსტაგრამის გვერდზე მადლობას უხდის იმ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც სიყვარული და თანადგომა გამოიჩინეს. ის წერს, რომ ოჯახი მომხდარის გამო განადგურებულია და თანაუგრძნობს იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ვანესა ბრაიანტი აპირებს მათ  მისი მეუღლის მიერ დაფუძნებული ფონდის მეშვეობით დაეხმაროს. ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის გოგონა ისხდნენ 4 დღის წინ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 9 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა