შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა.
ის სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მერაბიშვილის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
ვინაიდან, 7-წლიანი პატიმრობის პერიოდში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სათანადო სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობდა, ღონისძიებების შემდეგ, მერაბიშვილი გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 6 წლისა და 9 თვის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.