logo
ENG



ვანში შუა ხნის კაცი დაჭრეს

29 იან 202112:33
3 წუთის საკითხავი
 

ვანში, ურთიერთშელაპარაკების დროს შუა ხნის კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება სადგურზე, ორ ტაქსის მძღოლს შორის მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

ადგილობრივების განცხადებით, შელაპარაკების შემდეგ ერთერთი მძღოლი სახლში წავიდა, სანადირო თოფი აიღო, სადგურზე დაბრუნდა და შუა ხნის კაცი ფეხში დაჭრა. 

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარსა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი. 


close დახურვა