logo
ENG



ვაპირებთ მოვიაროთ მთელი საქართველო და 4 აპრილს გავმართოთ მასშტაბური აქცია - ოპოზიციის გეგმები

12 თებ 202008:30
3 წუთის საკითხავი
 

"რეგიონებში ვიზიტი, სრული დაუმორჩილებლობა, 4 აპრილს დაგეგმილი მასშტაბური აქცია და საერთო მაჟორიტარების შერჩევა," - ასეთია ოპოზიციური ლიდერების სამოქმედო გეგმა. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, გიგი უგულავასთვის 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთით, ხელისუფლებამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და ისინი "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე წასვლას აღარ აპირებენ.

"ოპოზიცია იწყებს აქტიურ სამუშაოს და ივანიშვილის ჩამოშორებას ხელისუფლებას, არჩევნების გზით. ვაპირებთ მოვიაროთ მთელი საქართველო და 4 აპრილს გავმართოთ მასშტაბური აქცია. ასევე ვიწყებთ შეთანხმების პროცესს მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რათა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ,"-აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი კი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სამოქმედო გეგმასთან ერთად, ოპოზიციამ იმსჯელოს იმ გეგმაზე, რომელიც "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ უნდა განხორციელდეს.

"მარტო იმას კი არ ვამბობთ, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს. ვამბობთ იმასაც, რითი მოდის ოპოზიცია. ივანიშვილი წარსულია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში მუშაობა. 4 აპრილი პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიის სტარტია",-აცხადებს ბერძენიშვილი. 

 


close დახურვა