თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, თავად დაშავებულის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
