უბედური შემთხვევა თბილისში. ვაჟა-ფშაველას გამზირზე შუა ხნის ქალი სავარაუდოდ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეშვიდე სართულზე, წინამდებარე კორპუსიდან გასროლილი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის და მაია ანთელავა აცხადებს, რომ მკვლელობა შემთვხვევით მოხდა.
„ვიცით, რომ მოხვდა ტყვია. მოვედი და არ მიშვებენ. შემთხვევით. ადგილზე გარდაიცვალა და პროზექტურაშია ახლა“, - აღნიშნა გარდაცვლილის დამ.
ოჯახის ახლობლის ტატო ვაჭარაძის თქმით კი, რომ გასროლა ნუცუბიძის ქუჩიდან მოხდა.
„მოხდა ნახევარი კილომეტრიდან გასროლა. მითხრეს, რომ მაკაროვიდან გაისროლეს ნუცუბიძის ქუჩიდანო, სხვა არაფერი ვიცი“, - განაცხადა ვაჭარაძემ.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ მოკლული ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მომღერლის დედაა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით,, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.