logo
ENG



ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

20 დეკ 201915:18
3 წუთის საკითხავი
 
wasv998lt8y99ro.jpg

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმესაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ის 9 ნოემბერს, ე.წ საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 


close დახურვა