„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია იმართება, სადაც დღეს დილიდან სმართალდამცველები არიან მობილიზებულნი, საპატრულო ხელმძღვანელმა მედიასთან განმარტება გააკეთა.
„როგორც ხედავთ, რამდენიმე ძალა დგას და ახდენს პოლიციის პროვოცირებას, შესაბამისად დავიცავთ წესრიგს. მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აქცია შეუძლიათ გამოხატონ მშვიდ ვითარებაში, მაგრამ შენობის პიკეტირება არ შეიძლება, შენობას აქვს აქვს შესასვლელები, ცდილობენ მოახდინონ მისი პიკეტირება, პოლიცია მოუწოდებს, რომ ნუ მოახდენენ შესასვლელების პიკეტირებას და თავიანთი აზრი გამოხატონ მშვიდობიანად“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.