logo
ENG



ვაჟა სირაძე: პარლამენტთან პოლიცია მობილიზებულია სტანდარტული აღჭურვილობით

17 ნოე 201914:05
3 წუთის საკითხავი
 
khqvdk5fnlmo8cs.jpg

„პარლამენტთან პოლიცია მობილიზებულია სტანდარტული აღჭურვილობით, რაც გულისხმობს ფარს და შესაბამის აღჭურვილობას“, -ამის შესახებ განცხადება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, პოლიციის მობილიზება დაანონსებულ საპროტესტო აქციიას უკავშირდება.

„დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქცია პარლამენტთან. შესაბამისად, შს სამინისტრო საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის ვახორციელებთ მართლწესრიგის დაცვას. პოლიციური ძალები მობილიზებულია, როგორც პარლამენტის შიდა ეზოში ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე რათა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი,“- განაცხადა სირაძემ.

კითხვაზე - რა აღჭურვილობით არის პოლიცია წარმოდგენილი და აქვთ თუ არა მათ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები - სირაძე პასუხობს, რომ  პოლიცია მობილიზებულია სტანდარტული აღჭურვილობით.

„ადგილზე წარმოდგენილია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე მცირე რაოდენობით იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები სტანდარტული აღჭურვილობით. რაც შეეხება, ცრემლმდენ გაზს და რეზინის ტყვიებს ეს ყველაფერი რეგულირდება კანონით, მინისტრის ბრძანებით და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ამ ეტაპისთვის აქვს სტანდარტული აღჭურვილობა, რაც გულისხმობს ფარს და შესაბამის აღჭურვილობას,“- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიებზე, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაციაა. პარლამენტის ეზოს ტერიტორიის გარდა სამართალდამცველები და სპეცრაზმი მობილიზებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მთავრობის ადმინისტრაციის ეზოშიც. 

 


close დახურვა