ვაჟა ფშაველას 53 ნომერში მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ კორპუსი გარემოს ამახინჯებს, იგეგმება მრავალწლიანი ხეების მოჭრაც.
მათი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობა 5 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინ პროტესტის ფონზე, მერიამ მშენებლობა შეაჩერა. ტერიტორიას ამჟამად სხვა მესაკუთრე ჰყავს, რომელმაც მშენებლობა რამდენიმე თვის წინ განაახლა. მოსახლეობა მერიას ისევ მიმართავს შეჩერონ მშენებლობა.
„მაისის თვის შემდეგ განახლდა აქ ისევ სამუშაოები და ჩვენც დავიწყეთ არქიტექტურის სამსახურში დავწერეთ განცხადება და დავიწყეთ ბრძოლა, რომ არ შეეხონ ხეებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ვწერდით მერიის მუნიციპალურ სამსახურს შეჩერდა აქ რაღაც-რაღაცები, მაგრამ 2 კვირის წინ მოვედით და ფესვები უკვე ამოყრილი დაგვხვდა. ვატყობინებთ, რომ ხე უნდა მოიჭრას, გვპასუხობენ რომ თუ რამე გაქვთ დამადასტურებელი, რომ უკანონოდ მიდის მშენებლობა შეგვატყობინეთო. არ გვაინტერესებს თქვენი ჟანგბადიო,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.