logo
ENG



ვარკეთილსა და სადგურის მოედანს შორის მეტრო არ მუშაობს

12 აპრ 202217:06
3 წუთის საკითხავი
 
ვარკეთილსა და სადგურის მოედანს შორის მეტრო არ მუშაობს

თბილისში, ვარკეთილსა და სადგურის მოედანს შორის მეტრო არ მუშაობს. სატრანსპორტო კომპანიაში ფორმულას განუცხადეს, რომ ერთ-ერთ სადგურზე შეფერხება შეიქმნა, რის გამოც მატარებლის ჩიხში გადაყვანა გახდა საჭირო. 

"ერთ-ერთ სადგურზე მოძრავ შემადგენლობაში შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი და საჭირო გახდა მისი გადაყვანა ჩიხში. ამიტომ პირველ ხაზზე, ნაწილობრივ ვემსახურებით მგზავრებს - ახმეტელიდან სადგურის მოედნამდე, ხოლო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით დროებით შეჩერებულია. როგორც კი მატარებელი გადავა ჩიხში, განახლდება მოძრაობა", - განმარტეს სატრანსპორტო კომპანიაში.


close დახურვა