logo
ENG



ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია - ილია ელოშვილი

16 ივნ 202000:27
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის მოადგილის თქმით, ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია - ილია ელოშვილის განმარტებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მერის მოადგილის თქმით, ზარალი ყველას აუნაზღაურდება.

„ხანძარი იყო 1000-1500 კვადრატულ მეტრზე - ის არის სრულად ლოკალიზებული. გავრცელების საშიშროება აღმოფხვრილია. შევხვდებით მოსახლეობას და გავიგებთ, რა არის ზარალი. საბედნიეროდ, დაღუპულები არ გვყავს - შეიძლება დაზიანება იყო, მაგრამ მსხვერპლი არ არის. ქალაქის მერია დაუდგება მათ გვერდში, კონკრეტულად რა ფორმით, ვერ გეტყვით. ზარალს ხვალ დაითვლიან და გვეტყვიან. ყველას აუნაზღაურდება ზარალი, როგორც აქამდე ყველა ჯერზე", - განაცხადა ილია ელოშვილმა.


close დახურვა