logo
ENG



ვარკეთილში ხანძრისგან დაზარალებული: ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, დაზღვევა არავის გვაქვს

16 ივნ 202009:26
3 წუთის საკითხავი
 

ვარკეთილში ბაზრობის ტერიტორიაზე  გაჩენილ ხანძარს გვიან ღამემდე აქრობდნენ. . დამწვარია 1000 კვ,მ ბაზრობის ტერიტოია. ადგილზე 25 საზანძრო მანქანა მუშაობდა.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაზარალებულმა განუცხადა, მოვაჭრეები დაზღვეულები არ იყვნენ.

„მე როგორც მეუბნებიან ის მხარე, სადაც ჩემი მაღაზიაა, დამწვარია. პირადად არ შევსულვარ. დაზღვევა არავის გვაქვს. რაც ვიზარალეთ, იმის ანაზღაურება მოხდეს“, - განაცხადა დაზარალებულმა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნბობია.

გავრცელების არანაირი საფრთხე არ არის. თავიდან იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, ვინაიდან 2-3 მეტრში იყო ბენზინგასამართი სადგური, ასევე საცხოვრებელი სახლი. 1000 კვადრატზე მეტია, თუმცა ხანძრის ბოლოს დადგინდება კიდევ კვადრატულობა. პირველადი ინფორმაციით, არ ვიცით რამ გამოიწვია ხანზარი. თუმცა, ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნა კერესელიძემ.

ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. მისი განცხადებით, რეგულაციებით მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება იქნება შესაძლებელი.

„ბენზინგასამართი სადგურია საცხოვრებელ სივრცეში განთავსებული, გადარჩა მთელი რაიონი. ცეცხლსაქრობი საშუალებების არარსებობა თითონ შენობებში, რადგან ამის პრევენცია მოხდებოდა, ეს რომ ყოფილიყო. დაზღვევის ვალდებულების არარსებობა სავაჭრო ობიექტებში. ძალიან ბევრი რეგულაცია ასეთ შემთხვევებს მომავალში თავიდან აგვაცილებდა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ მერია მოვაჭრეებს გვერდით დაუდგება.

საქმეზე გამოძიება - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გვიან ღამით ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა. 


close დახურვა