კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ცნობილი მომღერლები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. მასში მონაწილეობას ელტონ ჯონი, ბილი აილიში, მერაია ქერი, ალიშა ქისი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ.
მუსიკოსები შოუს საკუთარი სახლებიდან 29 მარტს მოაწყობენ და მას ეთერში ტელეკომპანია "ფოქსი" გადასცემს. კონცერტი ერთ საათს გაგრძელდება. საქველმოქმედო შოუდან შემოსული თანხა ვირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.