logo
ENG



ვარჰეიმ ღარიბაშვილს 12 პუნქტის შესრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა

14 ივნ 202321:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/9n5unt2rd30yrld.jpg

სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ წერს, რომ ღარიბაშვილს 12 პუნქტის განხორციელების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს ფოკუსში იყო რეფორმებისადმი საქართველოს ძალისხმევაზე ევროკავშირის მხარდაჭერა. პრემიერმინისტრს მოვუწოდე, რომ საბჭოს მიერ დაწესებული 12 პრიორიტეტის განხორციელება დააჩქარონ, რათა საქართველომ ევროკავშირის გზაზე წინსვლა შეძლოს. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია", - წერს ის.

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს - შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიშელმა დაწერა, რომ საქართველოში სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა დღეს იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე.


close დახურვა