logo
ENG



ვასილ მაღლაფერიძე ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

08 მარ 202109:34
3 წუთის საკითხავი
 

ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.

როგორც ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

მისივე თქმით, "პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება".

"მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!", - წერს მაღლაფერიძე.


close დახურვა