მაღალყოვლადუსამღვდელოესი კარდინალი კოხი სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქთან გამოსათხოვებლად მივიდა.
ვატიკანის დელეგაციაში შედიან:
- ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი
- მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;
- მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;
- მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქრათველოში;
- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;
- მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.
ილია II-ს სამებიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით, 15:00 საათზე გამოასვენებენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
