logo
ENG



ვატო სურგულაძე: ყველა კლინიკა უნდა იყოს მზად კორონავირუსით დაინფიცირებულის მისაღებად

16 მარ 202008:48
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრს  დღეს იმ სამედიცინო დაწესებულებების სია წარედგინება, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში COVID-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, ვატო სურგულაძის თქმით, კლინიკების აღჭურვა კორონავირუსის დაფიქსირებსთანავე უნდა მომხდარიყო.

სურგულაძის განცხადებით, მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების მომზადება მსგავსი მასშტაბის ვირუსის წინააღმდეგ  საკმარისი არ არის. 

„ჯერ კიდევ სამი კვირის წინ ვამბობდი, რომ კლინიკების მომზადება უნდა დაგვეწყო. უბრალოდ, საკითხი დგას ასე - მარტო ეს კლინიკები იქნება? ხომ შეიძლება პაციენტი თვითდინებით მოხდეს სხვა კლინიკაში, რას ვშვრებით ამ შემთხვევაში? მზად იქნებიან თუ არა ის კლინიკები ასეტი პაციენტების მისაღებად? აქვთ თუ არა შესაბამისად მომზადებული ბოქსები?

"ვინაიდან ეპიდემის წინაშე ვდგავართ, მარტო ეს ოთხი კლინიკა, შეიძება ოთხივე იყოს პირველი ხარისხის კლინიკა, მაგრამ ყველა კლინიკაში, რომელიც არის თბილისში, ქუთაისსა და სხვ. ქალაქში უნდა იყოს მზაობა, რომ მიიღოს შესაძლო კორონავირუსით იყოს დაავადებული“, - განაცხადა სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.


close დახურვა