logo
ENG



ვატო ყიფიანი მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს

25 ივნ 202122:29
3 წუთის საკითხავი
 

ვატო ყიფიანი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყიფიანი ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების საქმეზეა დაკავებული. მედიის ცნობით, საქმეზე 6 პირია გასამართლებული, თუმცა  გამოძიება ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

გავრცელებული ცნობით, ყიფიანი აღნიშნულ საქმეზე სუს-ში მარტში გამოკითხეს.

 


close დახურვა