logo
ENG



ვატო ყიფიანს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა

26 ივნ 202117:06
3 წუთის საკითხავი
 

ვატო ყიფიანს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. სასამართლო სხდომა დღეს 18:30-ზე ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე ეკა კულულაშვილი განიხილავს.

პროკურატურის ცნობით, ყიფიანს ბრალდება დამამძიმებელ  გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ  მკვლელობის  მომზადების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც  განზრახ  უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასვევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე წარედგინა.

ადვოკატ მარიკა ფხალაძის თქმით, წარდგენილი ბრალდება "აბსურდულია". 

"ბრალი აბსოლუტურად აბსურდულია. იმ პირებს, ვისზეც ბრალშია მითითებული, რომ თითქოს მან მისცა გარკვეული დავალებები, საერთოდ არ იცნობს და მეორეც, ყველანი დაკითხულები არიან გამოძიების პროცესში. არც ერთი ადამიანის ჩვენებაში ვახტანგ ყიფიაინის სახელი და გვარი ნახსენები არაა", - განაცხადა ადვოკატმა. 

ყიფიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში  ორი  ან  მეტი  პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის  მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს  სხვათა  სიცოცხლესა და  ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,  შენახვა,  გადაზიდვა და   გასაღების ორგანიზება) წარედგინა. 

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვსი პირის მიმართ გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ  სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ყიფიანი ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების საქმეზეა დაკავებული.


close დახურვა