logo
ENG



ვატო შაქარაშვილი თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

01 ნოე 201914:06
3 წუთის საკითხავი
 
9t1x1aeu80dd3cv.png

 

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ვატო შაქარაშვილი თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. შაქარაშვილის თქმით, აზარტული თამაშების და გარე რეკლამის ბიზნესი მერიამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია ალმას გადასცა. დამოუკიდებელი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს გაწყვიტონ ალმასთან დადებული ხელშეკრულება და მიიღონ შესაბამისი კანონები, რომელიც აზარტულ თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს.

„თბილისის მერიამ ამ ბიზნესის მონოპოლია გადასცა კორუფციული გარიგების შედეგად კომპანია ალმას. ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას სახელისუბლობო შტოებიდან, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ პრობლემის გადაჭრაში მიიღონ მინაწილეობა. პირველი ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელმაც ის კანონპროექტი, რომელიც არის შემოდებული თაროზე სასწრაფოდ დააინიციროს პარლამენტში, მეორე ეს არის საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომელსაც აქვს მისაღები კანონპროექტი რეკლამირების აკრძალვის შესახებ და მესამე ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლემაც სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება კომპანია ალმასთან“-განაცხადა შაქარიშვილმა.

 


close დახურვა