ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი კიდევ ერთი არხის დირექტორი პროკურატურაშია. ვატო წერეთელი ოცნების დეპუტატების მხრიდან ამერიკის საელჩოში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დაიბარეს. წერეთელი ამბობს, რომ დეპუტატები უნდა დაისაჯონ, საელჩომ კი ვიდეოჩანაწერები უნდა გამოაქვეყნოს. ამ დრომდე უცნობია, როდის გამოჰკითხავს პროკურატურა ანრი ოხანაშვილს. თავდასხმაში დადანაშაულებული ოცნების დეპუტატი დღესაც თავს იმართლებს და აცხადებს, რომ წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო.
ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს
19 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი