სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, გადაცემაში "კომენტარი" 31 ოქტომბერს საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მათ შორის საარჩევნო ოქმებში ტოტალურ დისბალანსზე, ასევე ე.წ. "კარუსელებსა" და სხვა მასშტაბურ დარღვევებზე.
მან გადაცემაში აღნიშნა, პარტია საჩივრებზე მუშაობს და ამ საჩივრებს დიპლომატიურ კორპუსსაც მიაწვდიან.
"ყველა ოქმში არის დისბალანსი, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ნაკლები არის ბიულეტენების რაოდენობა. მაგალითად, ისნის რაიონის 80% შემთხვევაში უფრო ცოტა ბიულეტენი არის საარჩევნო ურნაში, ვიდრე გასცა კომისიებმა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მასიური ხასიათი ჰქონდა კარუსელებს, მასიური ხასიათი ჰქონდა დარღვევას. როგორც ჩანს ზენიტში აიყვანა ქართულმა ოცნებამ კარუსელების სისტემა და გაყალბება. ასევე მცხეთიდან მოგვივიდა ოქმი, კოვიდუბანზე 600-ზე მეტი ხმა აქვს მიღებული ქართულ ოცნებას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს თითო ხმა",-ამბობს ვაშაძე.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.
