logo
ENG



ვაშაძე: კობახიძის განცხადება ჩემი მისამართით ძალადობის მუქარა და წახალისებაა

05 ივლ 202314:50
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: კობახიძის განცხადება ჩემი მისამართით ძალადობის მუქარა და წახალისებაა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "სამართლებრივი თვალსაზრისით", 5 ივლისს ორგანიზატორები არ ჰყავდა, ხოლო მარტის აქციებზე "ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა" და "თუ დაბალი სტანდარტებით გავყვებით, პირველი გიორგი ვაშაძეა დასაჭერი".

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კობახიძის ეს განცხადება არის ძალადობის მორიგი მუქარაა და წახალისება.

"ირაკლი კობახიძის დღეს ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება ჩემი, როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის. მან ვერ დამალა მისი რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი.

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას"- თქვა ვაშაძემ.


close დახურვა