logo
ENG



ვაშაძე: ოცნება გვეუბნება, რომ მანდატების გადანაწილება 110/40-ზე მოხდეს, რაც მიუღებელია

27 თებ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის ელჩის სახლში - საირმის ქუჩაზე ოპოზიციისა და ქართული ოცნების ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებიც. საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თემა პოლიტიკური დიალოგია.

შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ ირაკლი კობახიძემ დააყენა ახალი ინიციატივა, რომ მანდატების გადანაწილება პროპორციით 110/40-ზე მოხდეს, რაც ოპოზიციისთვის არის მიუღებელი ვინაიდან ეს არის მანდატებით ვაჭრობა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის მანდატებით ვაჭრობა, ისინი პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას ითხოვენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაშია და იძულებულია, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

„სიახლეები ამ დისკუსიაში, რომელიც არ დასრულებულა ნამდვილად არის ის, რომ ეხლა გვეუბნებიან 110/40-ზე არის ჩვენი პოზიციაო. მე მარტივი გზავნილი მაქვს, ჩვენ ადგილების და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ. ჩვენ ვამბობთ ერთადერთ რაღაცას, რომ 40%-ზე ნაკლები თუ აქვს მხარდაჭერა პოლიტიკურ ძალას, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უმრავლესობა ჩამოაყალიბოს, ანუ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ პროპორციულის მისწრაფება. ამ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული თავისუფალი კენჭისყრა მაინც იყოს ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხდა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგი ბოლო მცდელობაა, რომ 2020 წლის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს.

„მე მგონია, რომ ქართველებმა იმის ნახევარი, რომ მოვინდომოთ რასაც ჩვენი მეგობრები ინდომებენ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება. ეს არის ბოლო მცდელობები იმისთვის, რომ შევძლოთ არჩევნების დაპირისპირება საითაც ქვეყანა მიექანება. ამაც ცდილობენ ჩვენი მეგობრები და ცხადია ჩვენ ამაში უნდა მივეხმაროთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


close დახურვა