logo
ENG



ვაშაძე: რუსული კანონით ოცნება ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან

16 მაი 202418:07
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: რუსული კანონით ოცნება ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულ ბანკს, მხოლოდ ერთ დღეში, 60 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია, ინვესტორები უარს ამბობენ ინვესტიციებზე, ქვეყანაში მიმდინარე პროექტებს დიდი საფრთხე ემუქრება, ტურისტული სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშაა და როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, უქმდება ჯავშნები საქართველოში. სწორედ ეს მოიტანა რუსული კანონის მიღებამ პირველივე დღეებში. რუსული კანონით ქართული ოცნება უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, ფაქტობრივად, ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, როცა შემოდინებული ფინანსური ნაკადები იყო საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტი.

ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ მეტი უმუშევრობა, სიღარიბე და პრობლემები წარმოიშობა ქვეყანაში, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს. მე მოვუწოდებ ბიზნესის წარმომადგენლებს, უფრო ხმამაღლა დააფიქსირონ და მკაფოთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როცა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო, ჩვენი სუვერენიტეტი და ეკონომიკა. გამოსავალი ერთიანობაშია.


close დახურვა