logo
ENG



ვაშაძე: სანდო სასამართლო სისტემის აწყობის ფორმულა დავდეთ

13 მარ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანას ექნება დამოუკიდებელი სასამართლო - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოსთან მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სასამართლო სისტემის ცვლილებებს შეეხება. ხელმომწერები ამბობენ, რომ მემორანდუმის გაფორმება ისტორიული დღეა, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე დიდ გავლენას იქონიებს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სასამართლოს გათავისუფლების ვალდებულებას იღებს.

„სასამართლო დღეს ამ ქვეყანაში ფუნდამენტური ღირებულებითი საკითხია. ყველა ვთანხმდებით, რომ სასამართლოში უმძიმესი მდგომარეობაა და მას საზოგადოების ნდობა არ აქვს და გადაიქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ ოპოზიციის ნაწილი ირებს ვალდებულებას, რომ არჩევნების მოგების შემდეგ, მოხდება სასამართლოს გათავისუფლება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ სანდო სასამართლოს სისტემის ფორმულა წარმოადგინა.

„მართლა ისტორიული დღეა. სრულიად ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოების ნაწილი ვთანხმდებით სასამართლოს გეგმის ხუთპუქტიან გეგმაზე. ეს ნიშნავს, რომ სანდო სასამართლო სისტემის აწყობის ფორმულა დავდეთ დღეს. ეს ნიშნავს, რომ აღარ იქნება ანგარიშსწორებები, რაც მთავარია ინვესტორს არ შეეშინდება ჩადოს ინვესტიცია და გაჩნდეს სამუშაო ადგილები ქვეყანაში. ასეტი პრეცენდენტი ა რყოფილა საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით კი, ამ მემორანდუმით საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის ნგრევაა შესაძლებელი.

„ეს შეთანხმება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამძევს გარანტია ეს შეთანხმება, რომ დაიშლება საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში. გარდა ამისა, ეს მაძლევს გარანტიას, რომ ვერასდროს ვერ მოვა ვერც ერთი ჩვენგანი ერთპიროვნკად, რომელსაც შეეძლება დანარჩენების დაჭერა ლაპარაკის ან პოლიტიკური შურისძიებების გამო“, - აცხადებს ხვიჩია.


close დახურვა