logo
ENG



ვაშაძე: სრულიად უკანონო იყო ჩემს მიმართ და ყველა დაკავებულის მიმართ პოლიციის ქმედება

12 დეკ 201920:58
3 წუთის საკითხავი
 
f64e7fbakm3wo99.jpg

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი, ღამის სასამართლო გადაწყვეტილებების ავტორი ასამართლებდა დღეს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 16 პირს. დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც დღეს პარლამენტის შენობასთან უზენაეს სასამართლოში უკვე უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა კენჭისყრის პროცედურას აპროტესტებდნენ.

დაცვის მხარემ დააყენა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა, რადგან ქონდათ ეჭვები, რომ ფილიშვილი არის „ოცნების“ მხარდამჭერი და ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თუმცა, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უშუალოდ პროცესზე სამოქალაქო აქტივისტმა დიმიტრი ბიძინაშვილმა სასამართლო პროცესზე გაშალა პლაკატი „თავისუფლება ვალერიანს“, რის გამოც ის დარბაზიდან გააძევეს. 

ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დილიდან მიცემული იყო დავალება, რომ მისი დაკავება მომხდარიყო.

„სრულიად უკანონო იყო ჩემს მიმართ და ყველა დაკავებულის მიმართ პოლიციის ქმედება. როგორც ჩანს დილიდან მიცემული იყო დავალება, რომ ჩემი დაკავება მომხდარიყო“, - განაცხადა ვაშაძემ. 

„ლელოს“ წევრი ბექა კუპრაძე კი აცხადებს, რომ პროცესზე ვერ მიხვდა მათ ასამართლებდნენ თუ ფილიშვილს.

„პროცესი იყო უცნაური. ვერ მივხვდით ასამართლებდნენ ფილიშვილს თუ ჩვენ. „ქართული ოცნების“ პოსტების გამზიარებელი მოსამართლეს დღეს განსაზღვრავს იმ ადამიანების ბედს, ვინც სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ“, - განაცხადა კუპრაძემ.

დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოსამართლე მიკერძოებულია.

„ვალერიან ფილიშვილი არის დაინტერესებული და მიკერძოებული პირი. მან თქვა, რომ სარგებლობს ბოროტული საბჭოთა კანონით“, - განაცხადა ბასილაიამ.

გარდა ამისა, სასამართლოში იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არ აქვთ ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი.

„დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა. დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოთხოვნით გამოსული ადამიანები, მართლმსაჯულების შენობაში სამართლდებიან. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება სხვა ენით ვეღარ არსებობს გარდა პოლიცია, დაკავება და ცინიკური დამოკიდებულება. სამწუხაროა, რომ მხოლოდ თავისი მხარდაჭერების ხელისუფლება მივიღეთ მორიგჯერ“, - განაცხადა “შენების მოძრაოაბის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჯამში 16 პირი დააკავეს. 12-ის საქმეს ფილიშვილს განიხილავდა, ხოლო 4-ის საქმეს ნათია მერაბიშვილი. 16-ვეს დაკავებულის ხვალამდე გადაიდო.

 


close დახურვა