ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ.
კონგრესის ფარგლებში, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მაიკროსოფტის წარმომადგენელს შეხვდნენ. ასევე შეხვედრა შედგა ილინოისის და ვინსკონსინის გუბერნატორებთანაც.
"დემოკრატიული კონგრესი გრძელდება. ჩვენთვის პრიორიტეტი მსხვილ კომპანიებთან შეხვედრაა, რადგან ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს. მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეზე, უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ, მაგრამ აქვე ყველაზე მნიშვნელოვანია შევქმნათ სამუშაო ადგილები, კონკრეტული ინვესტიციების წყარო, სწორედ ამერიკული ინვესტიციების დახმარებით. ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, არა მხოლოდ კომპანიებთან არამედ ილინოისის, ვინსკონსინის გუბერნატორებთანაც, სადაც დიდი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში. რატომ?! იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, ნამდვილად თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზების და მსხვილი კომპანიების მოზიდვის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად. მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის მხარდაჭერაზე, ერთიანობის მხარდაჭერაზე", - თქვა ვაშაძემ.