logo
ENG



ვაშაძე გაბუნიას შესაძლო მკვლელობაზე:ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა

16 ივნ 202012:52
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის წარმომადგნლები ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ, რომელიც „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა. ვაშაძემ ასვევე გაბუნიას ეთრეის შემდეგ, სადაც მან პუტინს მიმართა, ხელისუფლების რეაქციაც შეაფასა და თქვა, რომ მსგავსი რამ რომ სახვა ქვეყანაში მომხდარიყო, საზოგადოება ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა.

„ამან გამოავლინა ხარვეზი იმ კუთხოთ, რომ როგორც ჩანს ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა რისთვის გვყავს სუს-ი და სხვა ორგანიზაციები ეს კითხვა ისმის. ეს იყო საძაგელი ქმედება საერთოდ „ქართული ოცნების“ და დაქირავებული ტიტუშკა აქტივისტების მხრიდან, რაც მათ ჩაიდინეს მაშინ, ზოგი გაძევებას ითხოვდა გაბუნიას ქვეყნიდან, ზოგი რას ითხოვდა. ეს რომ სადმე მომხდარიყო, ალბათ მოითხოვდნენ ხელისუფლების გადადომას“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თემას გამოეხმაურნენ „ლელო საქართველოსთვის“  წევრებიც. როგორც ლანა გალდავამ განაცხადა, შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოება საქმის კურსში უნდა ჩააყენონ. მსივე შეფასებით, ქვეყანაში კონტრდაზვერვის სამსახური ჩამოშლილია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ უნდა გვიკრძალავდეს დავინტერესდეთ ამ ინფორმაციით, უნდა აკეთებდეს მკაფიო განცხადებებს და საზოგადოებას აყენებდეს საქმის კურსში, რეალურად რა ხდება. რა ხდება როდესაც ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოება თითქმის არის ჩამოშლილი, კონტრდაზვერვის სამსახური ფაქტიურად არ მუშაობს, არც ერთი ჯაშუში 8 წლის განმავლობაში გამოვლენილი არ არის“,-აცხადებს ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

 


close დახურვა