„ახალი საქართველოს" ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს საზოგადოებას მისცეს კონკრეტული მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულზე. გიორგი ვაშაძის თქმით, უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომ სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორის ეკრანიდან ადევნებენ თვალს, არის პილატეს პოზიცია და ის დანაშაულის ტოლფასია. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას და კონკრეტულ მითითებებს გასცემს, ის მას დაემორჩილება.
„მე მივმართავ ბატონ პრემიერ მინისტრს და პირდაპირ ვეუბნები თქვენ უნდა გეყოთ გამბედაობა აიღოთ პასუხისმგებლობა, კონკრეტულად გვითხრათ როგორ უნდა მოვიქცეთ დღეს, მითუმეტეს რომ ვართ საგანგებო ვითარების პირობებში. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი კომენტარი რომ თქვენ აპირებთ ტელევიზორიდან დაესწროთ სააღდგომო წირვა-ლოცვას. ეს არის პილატეს გზა რომელმაც ხელები დაიბანა. გადაწყვეტილების არ მიღება და პროცესის თვითდინებაზე მიშვება კიდევ უფრო მეტ პრობლემებს გამოიწვევს და ეს დანაშაული იქნება“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.