სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.
ვაშაძის თქმით, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე, სადაც შემთხვევითი არჩევის წესით გიორგი ვაშაძისა და გიორგი გახარიას დებატები უნდა შემდგარიყო, მან ოპოზიციონერ ლიდერს მამუკა მდინარაძე გაუგზავნა.
„ძალიან სუსტ საუბარს ვხედავ ადამიანის, რომელსაც წარმოედგინა, რომ ოლიმპოს მთაზე იჯდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ დებატებზე უარი მითხრა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული დებატების ფორმატში შემთხვევითი არჩევის წესით დაემთხვა ჩვენი სატელევიზიო დებატები, თუმცა ბატონ გახარიას შეეშინდა ჩემთან დებატებში შემოსულიყო და მდინარაძე გამომიგზავნა.
ახლა კვლავ ვამბობ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში დავსხდეთ დებატებში და კითხვა დავუსვა, რადგან დღეს ქვეყნის ეკონომიკა გაუბედურებულია და ის გახლდათ ქვეყნის სათავეში", - ამბობს ვაშაძე.
საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გამართულ პარტიულ დებატებზე 2020 წლის 15 ოქტომბერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან მმართველი გუნდიდან გიორგი გახარიას ნაცვლად, მამუკა მდინარაძე მივიდა.