logo
ENG



ვაშაძე ენმ-ზე: ვინ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ამას ხალხი გადაწყვეტს

07 სექ 202013:01
3 წუთის საკითხავი
clock 376
xrxjyps0v02c3w7.png

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ფორმულასთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას აფასებს და აცხადებს, რომ ხალხი გადაწყვეტს თუ ვინ იქნება ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა.

ვაშაძის თქმით, აპირებს, პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი პრემიერმინისტრი იყოს.

"კარგია, რომ ოპოზიციის მხრიდან მეტი კანდიდატი იქნება. ჩვენ ხალხის მხარდაჭერისთვის ვიბრძვით და საბოლოო ჯამში, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. მე ვაპირებ, რომ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი პროდასავლური კოალიციის მიერ მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ მინდა ქვეყანაში არსებული კრიმინალი და სიღარიბე დავამარცხო. ჩვენი კონკურენტი დამსხვრეული ოცნებების მთავრობაა, რომელმაც ქვეყანას პერსპექტივა წაართვა", - აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, დღესდღეობით ყველაზე მზარდი რეიტინგი სტრატეგია აღმაშენებელს ჰყავს.

ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. 


close დახურვა