logo
ENG



ვაშაძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ პროცესს

26 მაი 202422:17
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ პროცესს

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ მოძებნიან საერთო ენას, რითიც სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას შეუერთდებიან.

ფორმულას გადაცემა დროებასთან ვაშაძემ განაცხადა, რომ თავად უფრო მეტ ერთობას ისურვებდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების საერთო განრიგი შედგეს. შინაარსობრივად, ეს რეფორმები არის ის, რაც ჩვენ გვჭირება ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის.

ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელს პარტნიორ პარტიებთან ერთად მომზადებული გვაქვს კონკრეტული კანონები, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ საერთო პროცესს.

მე უფრო მეტ ერთობას ვისურვებდი, ამასაც გეტყვით, გარდა რეფორმებისა, კიდევ უფრო დიდი და დიდი ერთობა. იყოს ეს პირველი ნაბიჯი და შემდგომი ნაბიჯებიც მალე ყოფილიყოს", - თქვა ვაშაძემ.

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა


close დახურვა