"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის მერ წყალტუბოს აღმშენებლობის ინიციტივას გამოეუხმაურა. მისი თქმით წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, ივანიშვილის წინასაარჩევნო ფანდია. "ქართულ ოცნებას", ბევრი მსგავსი პროექტი დაუანონსებია, რომლებიც არ შესრულებულა. ვაშაძემ ბრიფინგი დღეს სიმბოლურად ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე გამართა, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა და წლებია უფუნქციოდაა.
"43 მლნ. კვადრატული მიწა ეკუთვნის საქართველოში, ერთ ლარად წაიღო. არცერთი კაპიკი ინვესტიცია არ განუხორციელებია ამ ტერიტორიებზე. მოდი კითხვა დავსვათ - რატომ გამოვიდა წყალტუბოში ინვესტირების ინიციატივით? ვფიქრობ, რომ მისთვის ეს იქნება საარჩევნო სატყუარა. განა წყალტუბოზე, ან წყალტუბოელებზე ზრუნავს, ან საკურორტო ზონის განვითარებაზე. ერთადერთი, რაც სურს, ესაა ხელისუფლების შენარჩუნება,"-აცხადებს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავს წყალტუბოში არსებული ყველა სასტუმროსა და აბანოს შეძენას.