სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინაში იმყოფება. ის კიევში ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა. ფოტოს ვაშაძე Facebook-ზე აქვეყნებს.
შეხვედრის დეტალების გასარკვევად ფორმულა პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი თქმით, ვაშაძე საქართველოში ხვალ, 17 მაისს დაბრუნდება და დეტალებზე თავად ისაუბრებს.
2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძე პოროშენკოს შტაბისთვის მუშაობდა.